GAST-ის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები
7 ნოემბერს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში საპრეზიდენტო არჩევნები პირველად ჩატარდა. GAST-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მანდატი მომდევნო ერთი წლის ვადით IX კლასის მოსწავლეებმა ნუცა ლაგაზიძემ და ნატალი სეთურიძემ მოიპოვეს.
სკოლის პრეზიდენტის პოსტზე VII-IX კლასებიდან სულ ხუთი პარტია იყრიდა კენჭს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ VII-IX კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ამომრჩევლების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მომავლის ხმა – 32.4%
- GAST Knowledge – 31.4 %
- IGNIS – 14.3%
- მომავლის იმედი – 10.5%
- წინსვლა – 10.5 %
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კანდიდატებმა სარეკლამო კლიპები გადაიღეს, დაამზადეს პლაკატები, რომელიც სკოლის საინფორმაციო დაფებზე იყო გამოკრული. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე წარადგინეს თავიანთი პროგრამები. პრეზენტაციის შემდეგ კი კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის შეკითხვები.
სკოლის პრეზიდენტის არჩევნები სამოქალაქო განათლების კლუბის Democracy Lab-ის ხელმძღვანელის, მარი კაშიას ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
სკოლის პრეზიდენტი წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობას, როგორც სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ რგოლს, რომელიც ხელს უწყობს:
- მოსწავლეთა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობასა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას.
- მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.
- მოსწავლეთა შორის თანასწორობის, პატივისცემისა და გუნდური მუშაობის პრინციპების გამტკიცებას.
- მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
პრეზიდენტის არჩევნები წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის ინსტიტუტის ანალოგს, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული პრინციპების დაცვით.
მადლობა ხუთივე პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის. მათი თითოეული იდეა მნიშვნელოვანია სკოლის განვითარებისთვის. გვჯერა, რომ მხოლოდ გუნდურობითა და ერთიანობით შევძლებთ წინსვლას!