GAST-ის ახალგაზრდა მკვლევარები
IX კლასელებმა 79-ე მოსწავლეთა სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე ,,ციფრული ეპოქა და მისი გამოწვევები” STEM მიმართულებით ნაშრომები წარადგინეს:
ბიოლოგია:
- ნატალი სეთურიძე, ,,ციფრული ამნეზია და ტვინის ნეოროპლასტიურობა.”
- ნიკოლოზ ვარამიშვილი, ,,როცა ტექნოლოგიები და უჯრედები მეგობრობენ.”
თემის ხელმძღვანელი ბიოლოგიის პედაგოგი: ანა ბურთიკაშვილი
ქიმია:
- ლუკა ლეკბორაშვილი, ,, ელექტრონული ნარჩენები: გლობალური გამოწვევები და მართვის სტრატეგიები.”
- ილია ზარანდია, “3D ბეჭდვის ტექნოლოგიები და მასალების მრავალფეროვნება ციფრულ ეპოქაში.”
თემის ხელმძღვანელი ქიმიის პედაგოგი: გიორგი პიტიურიშვილი
მათემატიკა
- ნუცა ლაგაზიძე, ,, x^y=y^x განტოლების ყველა დადებითი ნამდვილი ამონახსნის პოვნა.”
თემის ხელმძღვანელი ფიზიკის პედაგოგი: ბიძინა აბესაძე
კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია სკოლაში გამართეს. ხუთი ნაშრომიდან სამი შეირჩა 79-ე სასწავლო კვლევით კონფერენციაზე წარსადგენად.
კონფერენციის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლების, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარების განვითარება, ასევე ახალგაზრდების ინტერესის გაძლიერება მეცნიერებების სხვადასხვა დარგის დასაუფლებლად, სამეცნიერო, საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების, გამოგონებების, საინჟინრო მოდელებისა და ნიმუშების დამზადების ჩვევების განვითარება. მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები ხელს უწყობს შემოქმედებითობის, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.





