
საახალწლო ზეიმი GAST-ში
ზამთრის არდადეგების დაწყებამდე დეკემბრის ბოლო კვირა GAST-ში საახალწლო ღონისძიებებს დაეთმო. პროგრამა მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო გამოვიდა:
IIბ კლასი – ინგლისურ ენაზე სპექტაკლი Jack and the Beanstalk (ინგლისური ენის პედაგოგი შორენა გაბელია)
II ა და II ბ კლასები – ,,საახალწლო კარნავალი” (დამრიგებლები მზია დოლიძე და მარიამ თეთრაძე)
III კლასი – ინგლისურ ენაზე სპექტაკლი The Frog Prince (ინგლისური ენის პედაგოგი შორენა გაბელია)
IV ა კლასი – საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (დამრიგებელი მაია გელაშვილი)
IV ბ კლასი – ,,თოვლის ბაბუის მოტაცება” (დამრიგებელი თეონა მაქაცარია)
V კლასელებმა პირველად მობილური ტელეფონების საშუალებით თავად გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,როგორ მოიპარა გრინჩმა GAST-ის შობა.” სცენარის ავტორი მათი დამრიგებელი ლენა ბოლქვაძეა. ფილმის პრემიერას სკოლის თეატრალურ დარბაზში დაესწრნენ მშობლები, მასწავლებლები და სხვა კლასების მოსწავლეები.
VI კლასი – საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (დამრიგებელი შორენა ამირანაშვილი)
ტანვარჯიშის კლუბის გოგოებმა კი (მათ შორის პირველკლასელებმა) ფლეშმობით გაალამაზეს ღონისძიება. (ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლის ქორეოგრაფი ალინა ხოლოდნოვა)














