დაწყებითი კლასების კათედრა
ვანო ჯანიაშვილი
დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი.ვანო ჯანიაშვილი არის ფსიქოლოგიის მაგისტრი, უფროსი მასწავლებელი და IB PYP საერთაშორისო პროგრამის სერტიფიცირებული პედაგოგი. განათლების სფეროში 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებლად, ასევე ადმინისტრაციულ პოზიციებზე.
კათედრის შესახებ
დაწყებითი საფეხურის მიზანია ფუნდამენტური აკადემიური უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
საგანთა თანმიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური და ემოციური, სოციალური განვითარების შელშეწყობა;
საბაზისო უნარების-წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება;
ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის;