ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა
შორენა ამირანაშვილი
ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის ხელმძღვანელი.შორენა ამირანაშვილი არის მხატვარ-რესტავრატორი და უფროსი მასწავლებელი. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე მხატვრული ქსოვის მიმართულებით მიიღო განათლება მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში. თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდს შემოუერთდა გახსნის პირველივე დღიდან, მანამდე კი ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა სხვა კერძო სკოლაში.
კათედრის შესახებ
ესთეტიკური აღზრდის კათედრის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს წარმოსახვა, შემოქმედებითი აზროვნება და ემოციური სფერო;
გამოუმუშაოს ხელოვნების ნიმუშებისა და მუსიკის აღქმის, შეფასების, გარემოს შეცნობისა და მისი მხატვრული ასახვის უნარები და ამით ხელი შეუწყოს თვითგამოხატვის განსხვავებული საშუალებებისა და ფორმების დაუფლებას;
დაეხმაროს მოსწავლეებს ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.
სპორტის კათედრის მიზანია, ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას;
აუმაღლოს მოსწავლეს ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.