რეგისტრაცია

დაიწყე ახალი თავგადასავალი ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად

დაიწყე
Hero image

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა

შორენა გულაშვილი

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელი.

კათედრის შესახებ

  1. მათემატიკა

თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მათემეტიკის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. გაზრდილი საათობრივი დატვირთვა, მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით დაგეგმილი გაკვეთილი, “სმარტ“-დაფების საშუალებით  მრავალფეროვანი და თვალსაჩინო სასწავლო რესურსის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ყოველი საკითხი მოსწავლისთვის ადვილად გასააზრებელი და საფუძვლიანად დასამახსოვრებელი იყოს.

დაწყებით კლასებში ტარდება ლოგიკის გაკვეთილი, რაც ხელს უწყობს მსჯელობა-დასაბუთებისა და ანალიზის უნარის განვითარებას. საბაზო საფუხერზე ფუნქციონირებს “მზიურის” ლოგიკის კლუბი, რომლის შემდგომი გაგრძელებაა პროგრამირების შესწავლა.

მათემატიკის და ჭადრაკის სწავლების ძირითადი მიზნებია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. ამ საგნების შესწავლა მოსწავლეს შესძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერება

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.

  1. ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფი

ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.