საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა
ლაურა კაველიძე
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი.ლაურა კაველიძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს ფიზიკურ გეოგრაფიის, გარემოს დაცვისა და ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით. 2018 წლიდან დღემდე თსუ-ში გეოგრაფიის განხრით მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე. მას აქვს გეგორაფიის პედაგოგად მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება. პარალელურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და ჩართულია ნიადაგების საველე კვლევებში.
კათედრის შესახებ
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას;
მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ;
დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში;
ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად;
ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.